ძიუდოისტი ლიზა დავაძე ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონია
19-21 ივლისს, თურქეთში, ქალაქ ქოჩაელიში გაიმართა უმცროს კადეტთა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონამ, ლიზა დავაძემ და 63 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.
მარნეულის მერმა კენან ომაროვმა ლიზა დავაძეს ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს შედეგი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მოტივაციის მიმცემი იქნება.
„მარნეულელ ძიუდოისტს, ლიზა დავაძეს ვულოცავ ევროპის თასზე წარმატებით ასპარეზობას და ვიცე ჩემპიონის ტიტულს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მარნეულელი ახალგაზრდების წინ გადადგმული ნაბიჯი ფართო ასპარეზზე!
ლიზას შედეგი კი მჯერა მოტივაციის მიმცემი იქნება მარნეულელი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის!" , - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა.
"ინტერპრესნიუსი"