“ძლივს ასპარეზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი, განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს საკუთარი აზრის გამოთქმა!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანის შესახებ - კვირის პალიტრა

“ძლივს ასპარეზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი, განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს საკუთარი აზრის გამოთქმა!“ - რას წერს ზურა ხაჩიძე გიორგი გველესიანის შესახებ

მუ­სი­კო­სი და სამ­ცხე- ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზურა ხა­ჩი­ძე ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ანს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

“ძლივს ას­პა­რე­ზე გა­მოჩ­ნდა ნა­თე­ლი, კე­თი­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი და არ შე­არ­გეს კაცს რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მა­ში სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მოთ­ქმა!

არ მი­აქ­ციო, გი­ორ­გი, ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის! წარ­მა­ტე­ბე­ბი შენს საქ­მე­ში და მო­ხა­რუ­ლი ვარ სა­დაც გხე­დავ! ბევ­რი გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს! გულ­წრფე­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და სწო­რაზ­რო­ვა­ნი!“ - წერს ზურა ხა­ჩი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, geo team - ის გა­და­ცე­მა­ში გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა გა­ნა­ცხა­და:

“ვი­საც უნდა, უნდა ითა­მა­შოს. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ ფეხ­ბურ­თი ქა­ლე­ბის საქ­მე ნაკ­ლე­ბად არის. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ქა­ლებს ფეხ­ბურ­თი ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით. თუმ­ცა, როცა ჩვე­ნი, ქალ­თა ნაკ­რე­ბის თა­მა­შებს ვუ­ყუ­რებ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ და შე­საძ­ლოა, ჩემი აზრი მალე შე­იც­ვა­ლოს... ” - გა­ნა­ცხა­და გვე­ლე­სი­ან­მა.

გვე­ლე­სი­ა­ნის ამ კო­მენ­ტარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

წყარო