ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა - მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა - მარნეულის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია

"ინტერპრესნიუსი"