"ჩემთან ერთად, 25 წლის ასაკში უნდა მოეხერხებინა, რომ რამდენიმე სამსახურში ემუშავა... ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა..." - რას ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი
ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი, "რუსთავი 2“- ის რუბრიკაში "ყველაფერი დედაჩემის შესახებ,“ ბავშვობის რთულ პერიოდს იხსენებს და დედაზე ემოციურად საუბრობს.
"როგორც კი დედაზე ვიწყებ ფიქრს, მომენტალურად თითქოს სიყვარული მეღვრება მთელ სხეულში. მან მთელი ცხოვრება გაატარა ჩემზე ზრუნვაში და ახლა მინდა, რომ მე გავხდე მისთვის ის ადამიანი, რომელიც გაუფერადებს და გაულამაზებს ცხოვრების დღეებს.
განცდა მაქვს ხოლმე, რომ მე ისეთი შვილი ვარ, როგორიც მას უნდა. დედაზე რომ ვლაპარაკობ, ყველაფერი ერთად ამოხეთქავს ხოლმე. ყველას ცხოვრებაში არსებობს რთული ეტაპები. მის ცხოვრებაში ეს მაშინ დადგა, როდესაც ცხოვრების სირთულეებისა და გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა მარტო, ჩემთან ერთად, 25 წლის ასაკში უნდა მოეხერხებინა, რომ რამდენიმე სამსახურში ემუშავა, რომ მე ვყოფილიყავი წარმატებული, კარგი განათლება მიმეღო; ღირსეული ადამიანი დავმდგარიყავი. ეს ყველაფერი დედას ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა.
მახსოვს, დილას მიდიოდა სამსახურში, საღამოს ბრუნდებოდა, შემდეგ ისევ მიდიოდა სხვა სამსახურში და ღამეს ათენებდა. შინ გამთენიისას ბრუნდებოდა და სახლის პირობებში საკონდიტრო ნაწარმს აკეთებდა იმისთვის, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა". გააგრძელეთ კითხვა