"ჩემ­თან ერ­თად, 25 წლის ასაკ­ში უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ემუ­შა­ვა... ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა..." - რას ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩემ­თან ერ­თად, 25 წლის ასაკ­ში უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ემუ­შა­ვა... ეს ყველაფერი მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდებოდა..." - რას ჰყვება თაკო ჩორგოლაშვილი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი, "რუს­თა­ვი 2“- ის რუბ­რი­კა­ში "ყვე­ლა­ფე­რი დე­და­ჩე­მის შე­სა­ხებ,“ ბავ­შვო­ბის რთულ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს და დე­და­ზე ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რობს.

"რო­გორც კი დე­და­ზე ვი­წყებ ფიქ­რს, მო­მენ­ტა­ლუ­რად თით­ქოს სიყ­ვა­რუ­ლი მეღვრე­ბა მთელ სხე­ულ­ში. მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ა­ტა­რა ჩემ­ზე ზრუნ­ვა­ში და ახლა მინ­და, რომ მე გავ­ხდე მის­თვის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­უ­ფე­რა­დებს და გა­უ­ლა­მა­ზებს ცხოვ­რე­ბის დღე­ებს.

გან­ცდა მაქვს ხოლ­მე, რომ მე ისე­თი შვი­ლი ვარ, რო­გო­რიც მას უნდა. დე­და­ზე რომ ვლა­პა­რა­კობ, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ამო­ხეთ­ქავს ხოლ­მე. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს რთუ­ლი ეტა­პე­ბი. მის ცხოვ­რე­ბა­ში ეს მა­შინ დად­გა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა მარ­ტო, ჩემ­თან ერ­თად, 25 წლის ასაკ­ში უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში ემუ­შა­ვა, რომ მე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ღო; ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დას ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბო­და.

მახ­სოვს, დი­ლას მი­დი­ო­და სამ­სა­ხურ­ში, სა­ღა­მოს ბრუნ­დე­ბო­და, შემ­დეგ ისევ მი­დი­ო­და სხვა სამ­სა­ხურ­ში და ღა­მეს ათე­ნებ­და. შინ გამ­თე­ნი­ი­სას ბრუნ­დე­ბო­და და სახ­ლის პი­რო­ბებ­ში სა­კონ­დიტ­რო ნა­წარმს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და". გააგრძელეთ კითხვა