"ჩემი ვაჟი მოკლეს..." - რას ამბობს ილონ მასკი ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელიც მამას არ ელაპარაკება - კვირის პალიტრა

"ჩემი ვაჟი მოკლეს..." - რას ამბობს ილონ მასკი ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელიც მამას არ ელაპარაკება

ილონ მას­კის თქმით, იმის­თვის, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ტრანსგენ­დერ ქა­ლად ქცე­უ­ლი­ყო, მას მო­ტყუ­ე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს თან­ხმო­ბა შვი­ლის მიერ სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ბლო­კა­ტო­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რის შემ­დეგ მას­კის ვაჟ­მა, ქსა­ვი­ერ­მა სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ახლა ის ვი­ვი­ან ჯენა უილ­სო­ნია.

Tesla-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტორს დიდი ხა­ნია, და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­ვის 20 წლის ტრანსგენ­დერ ქა­ლიშ­ვილ­თან, თუმ­ცა ეს თა­ვი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი უთან­ხმო­ე­ბის გამო იყო... მასკს შვი­ლის­თვის "კო­მუ­ნის­ტიც" კი უწო­დე­ბია, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ "ყვე­ლა მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ბო­რო­ტია".

foxnews.com - ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მასკმა მისი შვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე მძაფ­რად გა­ი­ლაშ­ქრა და მომ­ხდა­რი მისი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ "ბო­რო­ტე­ბად" მო­იხ­სე­ნია.

"მე, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­მა­ტყუ­ეს, როცა ქსა­ვი­ერ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც დო­კუ­მენ­ტებ­ზე ხელი მო­მა­წე­რი­ნეს", - თქვა მან.

"ეს მა­ნამ­დე მოხ­და, ვიდ­რე რა­ი­მეს გა­ვი­აზ­რებ­დი, თან კო­ვი­დიც გვქონ­და, ასე რომ, ბევ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა იყო... მი­თხრეს, რომ თუ ქსა­ვი­ე­რი ამას არ გა­ა­კე­თებს, მან შე­იძ­ლე­ბა თავი მო­იკ­ლა­სო", - და­ა­მა­ტა მასკმა. გააგრძელეთ კითხვა