"ჩემი ვაჟი მოკლეს..." - რას ამბობს ილონ მასკი ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელიც მამას არ ელაპარაკება
ილონ მასკის თქმით, იმისთვის, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ტრანსგენდერ ქალად ქცეულიყო, მას მოტყუებით მიაცემინეს თანხმობა შვილის მიერ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღებაზე, რის შემდეგ მასკის ვაჟმა, ქსავიერმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ის ვივიან ჯენა უილსონია.
Tesla-ს გენერალური დირექტორს დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვს თავის 20 წლის ტრანსგენდერ ქალიშვილთან, თუმცა ეს თავიდან პოლიტიკური უთანხმოების გამო იყო... მასკს შვილისთვის "კომუნისტიც" კი უწოდებია, რადგან ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ "ყველა მდიდარი ადამიანი ბოროტია".
foxnews.com - ისთვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა მისი შვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ყველაზე მძაფრად გაილაშქრა და მომხდარი მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ "ბოროტებად" მოიხსენია.
"მე, ფაქტობრივად, მომატყუეს, როცა ქსავიერთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტებზე ხელი მომაწერინეს", - თქვა მან.
"ეს მანამდე მოხდა, ვიდრე რაიმეს გავიაზრებდი, თან კოვიდიც გვქონდა, ასე რომ, ბევრი გაურკვევლობა იყო... მითხრეს, რომ თუ ქსავიერი ამას არ გააკეთებს, მან შეიძლება თავი მოიკლასო", - დაამატა მასკმა. გააგრძელეთ კითხვა