ალეკო ელისაშვილის პირველი კომენტარი მამუკა ხაზარაძესთან ალიანსზე - "წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების, ერთობის და გამარჯვების დროა"
"წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების, ერთობის და გამარჯვების დროა!", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს და მამუკა ხაზარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ - გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ლელოს“, „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში ელისაშვილთან გადაღებული ფოტო განათავსა, წარწერით „ძლიერი საქართველოსთვის“.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, „ძლიერი საქართველოსთვის“ იქნება გაერთიანების სახელწოდებაც.
შეგახსენებთ, „ლელომ“ წინასაარჩევნო გაერთიანების პრეზენტაცია წინა კვირას გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ის უახლოეს მომავალში კიდევ უფრო