ვარკეთილში, ავტოფარეხი დაიწვა, სადაც პიროტექნიკა იყო შენახული (ვიდეო)
ვარკეთილში, გვიან ღამით, ავტოფარეხი დაიწვა, სადაც პიროტექნიკა იყო შენახული. მოგვიანებით, ხანძარი რამდენიმე ავტოფარეხზე გავრცელდა.
ხანძრისა და ფოიერვერკების აფეთქებების ამსახველ კადრებს ადგილობრივები ავრცელებენ.
შემთხვევა ვარკეთილში, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.