რა იკრძალება, რატომ და შეეხება თუ არა ეს მედიასაშუალებებს? - ოლიმპიური კომიტეტის სკანდალად ქცეული განცხადება და დამატებითი განმარტებები - კვირის პალიტრა

რა იკრძალება, რატომ და შეეხება თუ არა ეს მედიასაშუალებებს? - ოლიმპიური კომიტეტის სკანდალად ქცეული განცხადება და დამატებითი განმარტებები

სკან­და­ლად იქცა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა "ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის უნე­ბარ­თვო გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, 2024 წლის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი, 2024 წლის 26 ივ­ლი­სი­დან 11 აგ­ვის­ტომ­დე პე­რი­ოდ­ში, ჩა­ტარ­დე­ბა საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში.

ოლიმ­პი­ა­დის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად, გვსურს, გა­ვავ­რცე­ლოთ წი­ნამ­დე­ბა­რე სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბა ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის უნე­ბარ­თვო გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თის შე­სა­ხებ.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის (სოკ-ი), რო­გორც ოლიმ­პი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის წამ­ყვა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლი ორ­გა­ნოს ექ­სკლუ­ზი­ურ სა­კუთ­რე­ბას, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე ფლობს მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა უფ­ლე­ბას, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი არ­სე­ბუ­ლი ან მო­მა­ვალ­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით და სა­შუ­ა­ლე­ბით მათ ორ­გა­ნი­ზე­ბის, ჩა­ტა­რე­ბის, მარ­თვის, მა­უ­წყებ­ლო­ბის, ჩა­წე­რის, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის, რეპ­რო­დუქ­ცი­ის და გავ­რცე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა უფ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ოლიმ­პი­ურ რეკ­ვი­ზიტ­ზე (ოლიმ­პი­უ­რი სიმ­ბო­ლო, დრო­შა, დე­ვი­ზი, ჰიმ­ნი და აღ­ნიშ­ვნე­ბი (რაც მო­ი­ცავს, მაგ­რამ არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა "ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბით,” "ოლიმ­პი­ა­დის თა­მა­შე­ბით” და ა.შ.), ნიშ­ნე­ბი, ემბლე­მე­ბი, დრო­შე­ბი და ჩი­რაღ­დნე­ბი) და მათ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, ეკუთ­ვნის ექ­სკლუ­ზი­უ­რად სოკ-ს, რაც მო­ი­ცავს მაგ­რამ არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მათი გა­მო­ყე­ნე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი მო­გე­ბის მი­ღე­ბის, კო­მერ­ცი­უ­ლი და სა­რეკ­ლა­მო მიზ­ნე­ბით.

ააიპ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი (სეოკ-ი), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წარ­მო­ად­გენს სოკ-ს, აქ­ტი­ურ მო­ნი­ტო­რინგს უწევს და აკონ­ტრო­ლებს ოლიმ­პი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და/ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბი­თა და ფორ­მით (იქ­ნე­ბა ეს ზე­პი­რად თუ წე­რი­ლო­ბით) ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას და/ან, შე­უ­ზღუ­და­ვად, ოლიმ­პი­უ­რი სიმ­ბო­ლო­ე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ემბლე­მე­ბის, პიქ­ტოგ­რა­მე­ბის, გრა­ფი­კუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ემბლე­მის და/ან ლო­გოს, სი­ტყვე­ბის ("ოლიმ­პი­უ­რი“, "ოლიმ­პი­ა­და“, "ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი“ და ა.შ.), მას­პინ­ძე­ლი ქა­ლა­ქე­ბის სა­ხე­ლე­ბის, ოლიმ­პი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და/ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ლო­გოს, დრო­შის, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, სა­ხე­ლის, სპორ­ტუ­ლი ტი­ტუ­ლის, წლე­ბის, სა­ვაჭ­რო ნიშ­ნე­ბის და/ან შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და/ან სხვაგ­ვა­რი ფორ­მით და­ცუ­ლი სა­სა­ქონ­ლო ნიშ­ნე­ბის, და­სა­ხე­ლე­ბე­ბის, დე­ვი­ზე­ბის და/ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის სიმ­ბო­ლოს, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, ნი­მუ­შის, სი­ტყვის, გა­მოთ­ქმის, გა­მო­ნათ­ქვა­მის და ა.შ. გა­მო­ყე­ნე­ბას, მათ შო­რის, შე­უ­ზღუ­და­ვად, ნე­ბის­მი­ერ პირ­და­პირ და/ან არა­პირ­და­პირ სა­რეკ­ლა­მო/მარ­კე­ტინ­გულ აქ­ტი­ვო­ბას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ნე­ბის­მი­ერ ფორ­მას, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ბილ­ბორ­დებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ით, რა­დი­ო­თი, ბეჭდ­ვით თუ ონ­ლა­ინ სივ­რცე­ებ­ში, შე­ტყო­ბი­ნე­ბებს/აქ­ცი­ებს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა იქ­ნე­ბა ფა­სი­ა­ნი თუ უფა­სო), ტრა­დი­ცი­ულ რეკ­ლა­მას/PR-ს (პი­რა­დი გა­მოს­ვლე­ბი­სა და პრეს რე­ლი­ზე­ბის ჩათ­ვლით), მათ შო­რის, ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტზე/სა­ვაჭ­რო სივ­რცე­ში და ა.შ.

ამ­დე­ნად, გთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მხრი­დან ნე­ბის­მი­ე­რი ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, მათ შო­რის, ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად, ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­იშ­ვე­ბა მხო­ლოდ სოკ-ის პრინ­ცი­პე­ბის/წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და აღ­ნიშ­ნუ­ლის წი­ნას­წარ, სეოკ-ის­გან ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის და მას­თან შე­თან­ხმე­ბის გზით.

სეოკ-ი იმედს იტო­ვებს, რომ წი­ნამ­დე­ბა­რე გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბათ სა­თა­ნა­დო პი­რებს და ისი­ნი იმოქ­მე­დე­ბენ სეოკ-ის ნე­ბარ­თვის შე­სა­ბა­მი­სად ან/და გან­ცხა­დე­ბის გაც­ნო­ბი­დან უმოკ­ლეს ვა­დებ­ში, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბე­ბის აღ­კვე­თას.

ამას­თან, სეოკ-ი გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინგს და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თავს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ზო­მებს. კერ­ძოდ, დამ­რღვევ პი­რებს სა­სა­მარ­თლოს წე­სით აუკ­რძა­ლავს ნე­ბის­მი­ერ უნე­ბარ­თვო აქ­ტი­ვო­ბას და მო­ი­თხოვს დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის მიერ უნე­ბარ­თვო აქ­ტი­ვო­ბე­ბით მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს/მო­გე­ბას. ამას­თან, თუ ამ­გვა­რი შე­მო­სა­ვა­ლი/მო­გე­ბა აღე­მა­ტე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ მო­ცუ­ლო­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია დად­გეს სის­ხლის-სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც“.

აღ­ნიშ­ნულ­მა გან­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი და არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. წა­ვი­და მით­ქმა-მოთ­ქმა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი სა­ერ­თოდ კრძა­ლავს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ყო­ველ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა-გა­შუ­ქე­ბას მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან. ambebi.ge სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს და­უ­კავ­შირ­და იმის გა­სარ­კვე­ვად, შე­ე­ხე­ბა თუ არა სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, სა­დაც გვი­თხრეს:

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა არ შე­ე­ხე­ბა ოლიმ­პი­უ­რი რეკ­ვი­ზი­ტე­ბის პი­რა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ან სა­ინ­ფორ­მა­ციო მიზ­ნე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბას". გააგრძელეთ კითხვა