ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტამ­დე მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი - გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა - კვირის პალიტრა

ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტამ­დე მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი - გია ფერაძის ვაჟმა რუს პოლიტიკოსს ხელი დახურულ წვეულებაზე სთხოვა

18 ივ­ლისს რუ­სე­თის ქა­ლაქ ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­როდ­ში გორ­კის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხუ­რუ­ლი წვე­უ­ლე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად და­იმ­სა­ხუ­რებ­და, რომ არა ერთი ფაქ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით ქარ­თველ მსა­ხი­ობს ეხე­ბო­და.

კინო ფეს­ტი­ვალ­ზე ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა, გი­ორ­გი ფე­რა­ძემ სა­ცო­ლეს ქსე­ნია ბე­ზუ­გლო­ვას სა­ჯა­როდ სთხო­ვა ხელი. ვი­დე­ო­ში ფე­რა­ძე ქსე­ნი­ას ეკი­თხე­ბა.- მიყ­ვარ­ხარ, თა­ნახ­მა ხარ? (ამ დროს ხსნის პა­ტა­რა ყუთს, რო­მელ­ში ბე­ჭე­დია მო­თავ­სე­ბუ­ლი). ქსე­ნია ამ­ბობს - არა. ფე­რა­ძე არ იბ­ნე­ვა და ქსე­ნი­ას კი­დევ ერთხელ ეკი­თხე­ბა, ახლა, ამ უცხო ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით გა­მე­ცი სწო­რი პა­სუ­ხი, თო­რემ დაგ­კბენ.

feridzeee-1721841419.png

ქალი პა­სუ­ხობს: კი, ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო - და წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს გა­და­ეხ­ვე­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფე­რა­ძემ ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა:

"მან თქვა დიახ. ქსე­ნია, მიყ­ვარ­ხარ.

ყვე­ლა­ფე­რი ბოლო მო­მენ­ტამ­დე მკაც­რად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი. ქსე­ნი­ამ არ იცო­და, არ ელო­და, ვერც გა­მო­იც­ნო რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ ის ნამ­დვი­ლად მზად იყო, რო­გორც მე! ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ის იქ­ნე­ბო­და ის, ვი­საც მე ცო­ლო­ბას შევ­თა­ვა­ზებ­დი!“ იხილეთ სრულად