ევროკომისია სლოვაკეთს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

ევროკომისია სლოვაკეთს აფრთხილებს

ევროკომისიამ სლოვაკეთი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში შედეგების თაობაზე გააფრთხილა. ამის თაობაზე კომენტარი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ გააკეთა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე იუროვამ განაცხადა, რომ ბრატისლავაში იყო და ისაუბრა სლოვაკეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც “უცხოურ აგენტებთან ბრძოლის” ინიციატივებს ჰგავს.

“ძალიან მკაფიო ვიყავი. არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით თუ უნგრეთის მაგალითს მიყვებით, ჩვენ დაუყონებლივ დავიწყებთ [ევროკავშირის კანონმდებლობის] დარღვევის პროცედურას, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გვაქვს”, - განაცხადა იუროვამ.

ცნობისთვის, იუროვა “უცხოური აგენტების” კანონზე საუბრობდა, რომელიც უნგრეთმა 2021 წელს გააუქმა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის სასამართლომ ის უკანონოდ აღიარა.

"ინტერპრესნიუსი"