ბანკირის ბავშვობის დროინდელი ახდენილი ოცნებები: "იშვიათად ხდება, რომ ჩემი, როგორც მოდელის კანდიდატურა არ შეარჩიონ" - კვირის პალიტრა

ბანკირის ბავშვობის დროინდელი ახდენილი ოცნებები: "იშვიათად ხდება, რომ ჩემი, როგორც მოდელის კანდიდატურა არ შეარჩიონ"

მარიამ ჯაშიაშვილი სამოდელო სფეროს იმ ასაკში შეუერთდა, როცა სხვა მოდელები კარიერას ასრულებენ. თუმცა დღესდღეობით, ამ სფეროში ასაკობრივი სტანდარტები უკვე შეცვლილია. მოზარდობისას, გარემო პირობებმა მარიამს ხელი არ შეუწყო, რომ ის სამუშაო სფეროები აერჩია, რაზეც ოცნებობდა, მაგრამ მოგვიანებით, კარიერული თვალსაზრისით შემდგარმა და ფინანსურად ძლიერმა, ბავშვობის ოცნებები არ დაივიწყა და დღესდღეობით რამდენიმე საქმითაა დაკავებული, რაც სიამოვნებას ანიჭებს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"დამოუკიდებლად ცხოვრება ჩემთვის ბავშვობიდანვე მნიშვნელოვანი იყო. თუნდაც, სკოლის მოსწავლეობის, სტუდენტობის პერიოდში, ჩემი მიზანი იყო, ფული თავად გამომემუშავებინა და არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი. კარიერისტი, მიზანდასახული ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, საქმეში დიდი შრომა "ჩავდო", ძლიერი ნებისყოფა მქონდეს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სამოდელო სფეროში მემუშავა, ცეკვას ბოლომდე გავყოლოდი, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო, ვერ მოვახერხე. ამიტომ დავისახე მიზნად, ფული გამომემუშავებინა..."

"სტუდენტობისას ალავერდის მონასტერში ინგლისურენოვან გიდად ვმუშაობდი. მაშინ თელავში ვცხოვრობდი. იქ სამოდელო და ცეკვის სფერო დიდად განვითარებული არ იყო. შემდეგ, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი და მაგისტრის ხარისხისთვის სწავლა გავაგრძელე, საბანკო სფეროში, დაბალ პოზიციაზე დავიწყე მუშაობა და ნელ-ნელა მაღალ პოზიციაზე ავედი. ამასობაში, სამოდელო სააგენტომ კასტინგი გამოაცხადა. მივედი, შემარჩიეს..."

"იმის შესაძლებლობა არ მქონდა, რომ რეპეტიტორთან მოვმზადებულიყავი. ბოლო 1 წელი, როცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვიყავი, დამოუკიდებლად ვემზადებოდი. სკოლის ადგილობრივი მასწავლებლებიც მეხმარებოდნენ. მაქსიმალურად თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი..."

"მეუბნებიან, რომ პირადი ცხოვრებაც აუცილებელია. ამაზე ჩემი პასუხი ისაა, რომ ძალიან დაკავებული ვარ. ჯერ ჩემი შესაძლებლობები, ოცნებები არ ამომიწურავს. სამომავლო გეგმები მაქვს, რომლის შესახებაც გესაუბრეთ. როცა ჩემს ცხოვრებაში სერიოზული კანდიდატი გამოჩნდება, ალბათ, პირადი ცხოვრებაც ეტაპობრივად აეწყობა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 25 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი