როდესაც ევროკავშირის წევრი ხდები და ვალად შემოსულ თანხებს მხოლოდ შენს პირად კეთილდღეობას ახმარ - კვირის პალიტრა

როდესაც ევროკავშირის წევრი ხდები და ვალად შემოსულ თანხებს მხოლოდ შენს პირად კეთილდღეობას ახმარ

ეს უკვე ლიეტუვაა, გაცილებით ლამაზი. უფრო სწორად ლატვიაც ლამაზია, საინტერესოა თავისი ამბებით, სტუმართმოყვარეობით, მაგრამ საბჭოთა კლანჭებს თავი ლიეტუვამ უფრო დააღწია, ცხოვრების დონე გაცილებით უკეთესია. როგორც ჩვენი ლატვიელი მასპინძელი - სერგეი გვეუბნებოდა: „აი, აქ, ევროპაა, ჩემს ქვეყანაში“- როგორც კი რეაბილიტირებულ და გალამაზებულ ქუჩებზე გაგვატარებდა; აი, აქ კი, აღარ გვეყო ევროპა“, როგორც კი ჩანგრეულ ან მოუწესრიგებელ ქუჩას დავინახავდით.

ამ მხრივ და სხვა ბევრი რამითაც ლიეტუვა გაცილებით განვითარებულია. მოქალაქეებამდე გაცილებით ადვილად მიდის ევროკავშირისგან შემოსული თანხები...

მე ვფიქრობ, რომ ეს ცალკე კვლევის საგანია, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ევროკავშირს შეერთებული ქვეყნები რატომ ვერ აღწევენ თავს საბჭოთა მენტალიტეტს და რატომ ცხოვრობენ, როგორც საბჭოთა კავშირში? მისი მოქალაქეები კი მონებად მუშაობენ ძირითად ევროპულ ქვეყნებში...

თუ რას ვგულისხმობ, ამაზე ცოტა ქვემოთ გეტყვით, მანამდე კი ჩვენმა მასპინძლებმა ლატვიის რიგით მეორე ქალაქში - დაუგავპილსში ციხე დაგვათვალიერებინეს. ისტორიულ ძეგლებზე უფრო მეტი მინდოდა ჩემს ბლოგებში მესაუბრა, მაგრამ აღარ შეგაწყენთ.

ამჯერადაც მხოლოდ ერთს დავწერ, რომ დაუგავპილსის ციხე განიხილება, როგორც უკანასკნელი ბასტიონის ტიპის ციხესიმაგრე მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა შემონახული, XIX საუკუნის დასაწყისიდან. ჩიტის ხედიდან ციხე მზის ან ვარსკვლავის ფორმას გახსენებთ. ამ კონკრეტული საფორტიფიკაციო სისტემის ფორმა შეიქმნა განსაკუთრებით ციხის გარშემო ეგრეთ წოდებული „მკვდარი ზონების“ თავიდან აცილების მიზნით. შესაბამისად, მტერი ადვილად შესამჩნევი ხდებოდა, მისი მდებარეობის მიუხედავად და ადვილი იყო ტერიტორიის ეფექტიანი კონტროლი. ვარაუდობენ, რომ ყველა სიმაგრის 85% თავდაპირველ მდგომარეობაში დარჩა, დღემდე. ყველა ეს ასპექტი დაუგავპილსის ციხეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ატრაქციონად აქცევს ქალაქში. და ჩვენც სიამოვნებით მოვინახულეთ.

ციხის ინტერიერის დიზაინი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენებულ და დღემდე კარგად შემონახულ შენობებზე დაკვირვება. სულ 80 შენობაა და 10 ფართო ქუჩა დასახელებულია ისტორიული მოვლენების შესაბამისად. ამჟამად ციხის ინფრასტრუქტურა და მისი შენობები დინამიკურ განვითარებას განიცდის რეკონსტრუქციისა და აღდგენის პროცესებთან ერთად.

ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, არის წყლის ამწე სახლი, სადაც განთავსებულია დაუგავპილსის კულტურისა და საინფორმაციო ცენტრი. გარდა ამისა, გარემონტებული ყოფილი კომენდანტის სახლი არის ადგილი, სადაც დღეს განთავსებულია სახელმწიფო პოლიციის რეგიონალური განყოფილება, ისევე, როგორც საარტილერიო არსენალის შენობა, რომელსაც ამჟამად იყენებს დაუგავპილსის ხელოვნების ცენტრი. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მოხდა "ნიკოლას გეითსის" ისტორიული იერსახის აღდგენა.

ეს ადგილი მიეკუთვნება ლატვიის საუკეთესო რესტავრირებული ობიექტს. ასევე ლამაზია ხის ხიდი, რომელიც მიდის ნიკოლოზის კარიბჭემდე. ამ კონკრეტულმა პროექტებმა შეცვალა გარეგნობა, ციხის გამოსახულება და უფრო მიმზიდველი გახადა მნახველებისთვის.

რაც შეეხება ცხოვრების დონეს.

ლიეტუვაში გაცილებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა აქვთ და, რაც მთავარია, მოსახლეობა ცხოვრების დონით გაცილებით წინ არის. რატომ? იმიტომ, რომ მთავრობა ნაკლებ კორუმპირებულია, ადვილად მიდის მოსახლეობამდე ევროკავშირის თანხა. ჰო, ნუ დაიბნევით, შესაძლოა ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ეს ვერ გაიგოს, რადგან მშვენივრად მახსოვს ერთ-ერთი „ღრმად პატრიოტისა“ და „ღრმად პროევროპული“ ოპოზიციონერი ლიდერის ტელეეთერით ნათქვამი: „მგონი, ჩვენს მოსახლეობას მართლა ჰგონია, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ კარზე დაუკაკუნებენ და ფულებს დაურიგებენო...“, - თან დაგვცინა.

ჩემთვის ეს არის ქართული ოპოზიციის მხილება, მათი მოსვლის შემთხვევაშიც კი, რომ არ აპირებენ ხალხის გამდიდრებას. ასევე, არ იციან ან შეგნებულად ცრუობენ, რომ შესაძლებელია სიღარიბის მარტივად აღმოფხვრა და სწორედ, რომ მოსახლეობის სახლის კარამდე ნებისმიერი თანხის მისვლა... რა გზით? იმ გზით, რომ სათავეში არ იყო კორუმპირებული, შენი ღორობის სისტემა შეცვალო სწორი სისტემით...

ეს კიდევ ერთი, ცალკე საკითხია, საკვლევი, ყოფილი საბჭოთა კავშირის, აწ უკვე ევროკავშირის ქვეყნები, რატომ ვერ გამოდიან საბჭოთა მენტალიტეტიდან? იმავე სისტემით რატომ მართავენ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავს - მძევლად, ხოლო მოსახლეობას - მონებად აქცევენ ძირითადი ევროპული ქვეყნებისთვის...

ლატვიაში ხშირად გაიგონებთ, ვინაიდან ხელისუფლება კორუმპირებულია, ხოლო მოსახლეობამდე თანხა მარტივად ვერ მიდის, მასობრივად უხდებათ საზღვარგარეთ გადინება და მონური სამუშაოს აღება, რომ ეს ვალი დაბრუნდეს.

ლატვიისგან განსხვავებით, ლიეტუვამ ეს სწორად გაიგო და სწორად განავითარა საკუთარი ქვეყანა. ამიტომ ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების პირობები შექმნა. ამაზე ცალკე ბლოგს დავწერ, რა შეიძლება დაგემართოს, როდესაც ევროკავშირის წევრი ხდები და ვალად შემოსულ თანხებს მხოლოდ შენს პირად კეთილდღეობას ახმარ, მოსახლეობას და არასასურველ ცხოვრების პირობებში ტოვებ...

ახლა კი რამდენიმე ფოტოს გიტოვებთ.

untitled-1721912023.jpg

kjkjl-1721912047.jpg