ქართული პასპორტი სამეზობლოში ყველაზე ძლიერია - როგორ უსწრებს საქართველოს რუსეთს, თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს
Henley Passport Index-მა ყველაზე ძლიერი პასპორტების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქის უვიზოდ მოგზაურობის მასშტაბებს განსაზღვრავს.
საქართველო აღნიშნული რეიტინგის 44-ე ადგილზე იმყოფება, რომლის მიხედვითაც ქართველებს 122 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება აქვთ. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი და თურქეთი 45-ე ადგილზე იმყოფებიან 116 ქვეყანაში უვიზოდ წასვლის შესაძლებლობით, აზერბაიჯანი 69-ე ადგილზე იმყოფება 71 ქვეყნის უვიზოდ მონახულების შესაძლებლობით, ხოლო სომხეთი 72-ე პოზიციაზეა, 68 ქვეყნით.