"ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში" - რას წერს სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე ახლობელი? - კვირის პალიტრა

"ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში" - რას წერს სვანეთში დაკარგულ ახალგაზრდებზე ახლობელი?

მეს­ტი­ი­სა და ლენ­ტე­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორი მო­ქა­ლა­ქეს ეძებენ.

"გამარჯობა მეგობრებო, 2700 მეგობარი მყავს აქ და ყველას დახმარება მჭირდება. სასწრაფოდ გთხოვთ, თუნდაც უბრალოდ გაკითხვით, ინფორმაციის გადაცემით, მჭირდება ადამიანები, დრონებით მოხალისე, თუ დაქირავებული, იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ, ან იცოდეთ რომ აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ სანამ იმედი კიდევ არი ... 5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნენ ლენტეხში ზემო სვანეთიდან, ანუ ბოლო კონტაქტიდან ორი დღეა გასული და არის იმედი, რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ . თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ ძებნაში" - წერს დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მეს­ტი­ი­სა და ლენ­ტე­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორი მო­ქა­ლა­ქის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ინ­ფორმ­ცი­ას შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის თა­ნახ­მად, ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის, თბი­ლი­სის, იმე­რე­თი­სა და მეს­ტი­ის სამ­თო სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩარ­თვა კი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ამ ეტაპ­ზე ვერ ხერ­ხდე­ბა."ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბოს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მე­ო­რე დღეა მეს­ტი­ი­სა და ლენ­ტე­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორი და­კარ­გუ­ლი მო­ქა­ლა­ქის ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ას ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.