როგორ ულოცავს ლაშა ბექაურს შეყვარებული იუბილეს?
ლაშა ბექაური იუბილარია. ოლიმპიურ ჩემპიონს 24 წელი შეუსრულდა. რამდენიმე დღის წინ, ძიუდოისტი სპორტსმენებთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა.
დღეს, პარიზში ოლიმპიური თამაშები იწყება.
ლაშას დაბადების დღე მიულოცა შეყვარებულმა, მარიამ კეკუამ. გოგონამ სოციალურ ქსელში აეროპორტის კადრი და თვითმფრინავის ბილეთები გამოაქვეყნა, სავარაუდოდ, პარიზში გაფრინდა.
კიდევ ერთ ვიდეოზე, რომელიც მარიამმა გამოაქვეყნა, წყვილი ერთად მგზავრობს მანქანით. "სიყვარული თავად არის ღმერთი, და თუ სიყვარული შენთან არის, შენთან არის ღმერთი“ - ისმის ვიდეოზე დადებულ მუსიკაში. იხილეთ სრულად