"ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშირდა..." - რას წერს თეა გოდოლაძე? - კვირის პალიტრა

"ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშირდა..." - რას წერს თეა გოდოლაძე?

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ. ხშირად მწერთ, რომ მიწისძვრები გახშიხრდა, როდესაც მაგნიტუდა 3-ს ზემოთ, ჩვენს ვებგვერდზე ვაქვეყნებთ მონაცემს. ეს ასე არ არის მეგობრებო. არ გახშირებულა მიწისძვრები, ყოველ წელს ასე ხდება და ყოველ წელს იგივე ემოციით გვწერთ. საშუალოდ, სტატისტიკური მაჩვენებელი დღეში 30-35 მიწისძვრაა, ჩვენი სეისმური ქსელის მიერ რეგისტრირებული.

გააჩნია სეისმური სადგურების დაფარვის გეომეტრიასა და სიხშირეს. თუ მომყოლი მიწისძვრებია, მაშინ სტატისტიკა მკვეთრად იცვლება. გააჩნია მთავარი ბიძგის სიძლიერეს, ან მიწისძვრათა გუნდის სიძლიერეს.

ტექტონიკურად ერთ-ერთი ურთულესი ტერიტორია გვერგო, სამაგიეროდ უსაშველოდ ლამაზი. მიწისძვრები ხდებოდა, არის და კიდევ ბევრი მილიონი წელი მოხდება, მათ შორის ძლიერიც.

ამიტომ, ნუ იყიდით სახლებს ფურთხით აშენებულ კორპუსებში და ნუ დატვირთავთ ქალაქებს კორპუსების გაუვალი ჯუნგლებით. მიწისძვრის დროს, ვეღარავინ გიშველით. მიბაძეთ განვითარებულ ქვეყნებს. უსაშველოდ ლამაზია ერთსართულიანი ამერიკა, კანადა.. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, მომავალ თაობებეს და ქვეყანას, თორემ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დარჩება უქართველო საქართველო, ასე თუ გააგრძელეთ და ამოაკორპუსეთ ქვეყანა," - წერს გოდოლაძე.