"მისი გამოსვლა ბოლო წუთამდე გასაიდუმლოებული იყო" - სელინ დიონის შთამბეჭდავი დაბრუნება
პარიზში, ოლიმპიადის ცერემონია 56 წლის სელინ დიონმა გახსნა. მასზე დღეს მსოფლიო საუბრობს. ულამაზეს, თეთრ, ბზინავ კაბაში გამოწყობილი მომღერლის საოცარი ხმა ჯადოსნურად შეერწყა გარემოს და სანახაობა ნამდვილად ზღაპრული იყო.
"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა. ისეთივე, როგორიც საბერძნეთს 2004 წელს ჰქონდა", - ასე აფასებენ მაყურებლები შოუს.
თუმცა აქამდე მოსასვლელი გზა მომღერლისთვის თითქმის ჯოჯოხეთური იყო. მას საზოგადოების წინაშე წარდგენისთვის ორწლიანი მკურნალობის გავლა და საშინელ კრუნჩხვებთან ბრძოლა მოუწია. მომღერალი ხისტი პიროვნების სინდრომით იტანჯება, რომელიც ძლიერ ტკივილს და ტანჯვას იწვევს. მას პირველად დიაგნოზი, რომელიც მილიონიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აწუხებდა, 1996 წელს დაუსვეს.

ცოტა ხნის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი კადრები Amazon Prime -ის დოკუმენტურ ფილმში გავრცელდა. საზოგადოებამ სრული სიცხადით აღიქვა მისი მდგომარეობა საშინელი კრუნჩხვის დროს. გააგრძელეთ კითხვა