1000 ევროიანი კაბა და გულის ფორმის ტორტი - როგორ აღნიშნა მილიონერ თოშა ქებურიას ცოლმა იუბილე (ფოტოები)
მოდელი ქეთი ჟღენტი, რომელიც ბიზნესმენ თოშა ქებურიას მეუღლეა, იუბილარია. მილიონერის მეუღლეს 26 წელი შეუსრულდა.
ცნობილი ქართველი მოდელი დაბადების დღის წვეულებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ფოტოები იუბილარმა ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
ქეთი უკვე სამი შვილის დედაა. მოდელისა და ბიზნესმენის ქორწილი 2017 წელს შედგა.