რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა - არის მსხვერპლი

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს საწვავი გადაჰქონდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი, მეორე კი, დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"