"ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი" - ცნობილია საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა - კვირის პალიტრა

"ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი" - ცნობილია საჩხერეში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა

სა­ჩხე­რე­ში 18 წლის ბიჭი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლიც ასე­ვე 18 წლის არის, ის პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა.

მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძეა. მან გო­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლა გა­სულ წელს და­ამ­თავ­რა.

"ვუ­თა­ნაგ­რძნობთ ოჯახს და გა­მოვ­თქვამთ უდი­დეს მწუ­ხა­რე­ბას გი­ორ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. ეს არის მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი მისი მშობ­ლი­უ­რი სკო­ლი­სა და ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ერთჯერ მა­ინც შეხ­ვედ­რია მის მომ­ღი­მარ და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლებს. ის მარ­თლაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლად პო­ზი­ტი­უ­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, თავ­მდა­ბა­ლი და კე­თი­ლი..." - წე­რია სკო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. გააგრძელეთ კითხვა