ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფი სკანდალური სცენის გამო ბოდიშს იხდის - "არასდროს ყოფილა განზრახვა რელიგიური ჯგუფების მიმართ უპატივცემულობის გამოჩენა"
პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორები ბოდიშს უხდიან კათოლიკებსა და "სხვა ქრისტიანულ ჯგუფებს", რომლებიც აღშფოთებულები არიან ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი სცენის გამო, სადაც პაროდირებული იყო ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი - "საიდუმლო სერობა".
როგორ სააგენტო "როიტერსი" წერს, ოლიმპიადაზე წარმოდგენილი სცენა წააგავდა ქრისტესა და მისი მოციქულების ბიბლიურ სცენას ჯვარცმის წინ ბოლო ტრაპეზის დროს და ეს ყველაფერი კი წარმოდგენილი იყო ე.წ. დრეგ ქუინებით, ტრანსგენდერი მოდელით და შიშველი მომღერლით, რომელიც ღვინის ბერძენი ღმერთის, დიონისეს შთაგონებით იყო შექმნილი. გააგრძელეთ კითხვა