"ბაღში ძიძამ ბრუციანი დამიძახა, ჩავჯექი კარადებთან და ვტიროდი...“ - ნატალია ვეფხვაძის მოგონებები ბავშვობაზე და დედაზე, რომელიც 9 აპრილის სიმბოლოა
9 აპრილის გმირის, ლელა ვეფხვაძის ქალიშვილი, მომღერალი ნატალი ვეფხვაძე 13 წლის წინ “ნიჭიერში“ გამოვიდა, რითიც მთელ საქართველოს დაამახსოვრა თავი. თავისი ნიჭით აღაფრთოვანა ჟიურიც.
ნატალი ვეფხვაძე გადაცემას “როგორ გადავრჩი“ ესტუმრა და მხედველობის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ბავშვობიდან აქვს. მან ყველაზე ცუდი მოგონება გაიხსენა.
“ჩემი ცხოვრების ლაქა“ - ასე შეაფასა საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარის, ჟუჟუნას დამოკიდებულება მისდამი.
“სახელიც კი მახსოვს იმ ქალის, ჟუჟუნა ერქვა. არ ვიცი, რატომ ანიჭებდა ამხელა სიამოვნებას ჩემი დამცირება. ბავშვები რომ ვიყავით შეკრებილები: “ბრუციანი მოვიდა, ნახეთ როგორი ბუციანია ბავშვებო“ - ამბობდა ხოლმე. ეს სიტყვა დღესაც იმდენად მეზიზღება და მძულს, რომ არ ვიცი, ადამიანმა როგორ უნდა გაწყენინოს რომ ეგ უთხრა." გააგრძელეთ კითხვა