რატომ ექცევიან ესტონელებს ასე თბილად საქართველოში? - ეს კითხვა ხშირად ჩნდება სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის სტუმრებს შორის... ძველი მეზობლები pirvel rigSi, ქართველები და ესტონელები ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. დაახლოებით 1865 წლიდან ესტონელმა გლეხებმა უკეთესი ცხოვრების, პირველ ყოვლისა, თბილი კლიმატისა და ნაყოფიერი ნიადაგის ძიებისას დაიწყეს გადასვლა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ კი შავი ზღვის სანაპიროზე, იმ ნაწილის ჩათვლით, რომელიც დღეს საქართველოს საზღვრებშია. დროთა განმავლობაში კავკასიაში წარმოიქმნა მთელი დასახლებები, რომლებიც ძირითადად ესტონელებით იყო დასახლებული. ფილმ "მანდარინების" წყალობით, ესტონური დიასპორის აფხაზეთში ყოფნა ფართოდ არის ცნობილი, მაგრამ საქმე მხოლოდ სოხუმის რეგიონით არ შემოიფარგლებოდა. მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისისთვის თბილისში უკვე 200-მდე ესტონელი ცხოვრობდა. ეს იყო მჭიდროდ შეკრული საზოგადოება თავისი ბირთვით. ბევრი ესტონელი მუშაობდა ექიმად, მასწავლებლად, iyo თანამდებობის პირi, რის წყალობითაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოში რუსეთის იმპერიის მიერ გადმოყვანილი ესტონელი სამხედრო პირებiც გამოჩნდნენ. კავკასიაში ესტონეთის დიდი ხნის ყოფნის კვალი აქა-იქ კიდევ შეიძლება აღმოაჩინო. მაგალითად, რუსეთის ქალაქ სოჭის მახლობლად არის სოფელი ესტო-სადოკი, ხოლო კრასნაია პოლიანაში მწერალ ანტონ ჰანსენ ტამსარეს სახლ-მუზეუმი, თუმცა ეს სულ სხვა ამბავია - დღეს საქართველოზე ვსაუბრობთ. შენობა, რომელშიც ესტონეთის საკონსულო მდებარეობდა თბილისში 1921 წელს განათლების ცენტრი თანაგრძნობის მეორე მიზეზი განათლებაა. XIX საუკუნეში ქართულ ენაში გაჩნდა ტერმინი "თერგდალეულები" - სიტყვასიტყვით "თერგის წყალდალეულებს" ნიშნავს. ასე ეძახდნენ ჩრდილოეთში სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ხშირად მათ მხედველობაში ჰქონდათ მოსკოვი და პეტერბურგი (საქართველოსა და რუსეთის საზღვარი მდინარე თერგზე გადის), ქართული ინტელიგენციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ტარტუ აირჩია. დაახლოებით 1895 წლიდან ტარტუს უნივერსიტეტში არსებობდა ქართული თემი. სხვადასხვა შეფასებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაცია შედგებოდა 110-160 წევრისგან. 1905 წლის რევოლუციამდე თემი არალეგალური იყო, შემდეგ კი ოფიციალური სტატუსი მიიღო. ტარტუში მცხოვრებმა ქართველებმა მოაწყვეს ბიბლიოთეკა, შექმნეს ურთიერთდახმარების საზოგადოება და აგზავნიდნენ ფულს საქართველოში, რათა დახმარებოდნენ სტიქიითა და მოსავლის უკმარისობით დაზარალებულებს. გარდა ამისა, ყოველი წლის თებერვალში ტარტუში იმართებოდა "ქართული საღამოები". ამ საღამოებზე წარმოადგენდნენ თეატრალურ სცენებს საქართველოს ისტორიიდან, ასევე ტრადიციულ ქართულ მუსიკას, ცეკვას, კითხულობდნენ ლირიკული პოეზიის ნიმუშებს და სხვა. ცნობილი ქართველი მწერლები ვაჟა-ფშაველა და აკაკი წერეთელი ტარტუს ქართული სათვისტომოს საპატიო წევრებად ითვლებოდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს თბილისი მზად იყო ტარტუს უნივერსიტეტი მიეღო, რომელიც ფრონტის ზონაში აღმოჩნდა, მაგრამ ევაკუაცია არ განხორციელებულა. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დროს, სტუდენტების გაცვლა განახლდა. შედეგი ის არის, რომ ქართველი ინტელექტუალები ესტონეთს ხარისხიან განათლებას უკავშირებდნენ. ოკუპაციის გამოცდილება მესამე მიზეზი: ბედისწერის მსგავსება და განმათავისუფლებელი ბრძოლისადმი დამოკიდებულება. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ქართული სამეფოები რუსეთის იმპერიის კონტროლის ზონაში მოექცნენ. მხოლოდ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ მოახერხა საქართველომ, ისევე როგორც ესტონეთმა, დამოუკიდებლობის აღდგენა. მაგრამ როცა 1921 წლის 24 თებერვალს ვაბადუსეს მოედანზე ესტონეთის სუვერენიტეტის გამოცხადების მესამე წლისთავი აღინიშნა, თბილისის მისადგომებთან უკვე უიმედო ბრძოლები იმართებოდა და ბოლშევიკები ქალაქში შესასვლელად ემზადებოდნენ. საქართველომ მრავალი ათწლეულის განმავლობაში კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა. ქართველებმა, ესტონელთა მსგავსად, პირადად გამოცადეს, რა არის ოკუპაცია. როცა 2006 წელს თბილისის ცენტრალურ გამზირზე საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა, აშკარა იყო, რომ გამოფენა, სხვა საკითხებთან ერთად, შთაგონებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიის გაგების კულტურული და პოლიტიკური გამოცდილებით. ქართველებსა და ესტონელებს შორის პოლიტიკური კავშირების მაგალითია ესტონეთის უკანასკნელი კონსულის ისტორია პირველ ქართულ რესპუბლიკაში - იურისტ სერგეი პაულის ბოლშევიკური ხელისუფლება აფხაზეთის ესტონელებს შორის ანტისაბჭოთა შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებდა. ამ ეჭვების გამო, ის იძულებული გახდა ტალინში დაბრუნებულიყო, სადაც ესტონეთის ოკუპაციის შემდეგ იგი რეპრესირებულ იქნა - სიკვდილით დასაჯეს 1942 წელს. პოსტსაბჭოთა კეთილდღეობა დასასრულ, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოიპოვეს ან დაიბრუნეს დამოუკიდებლობა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ესტონეთი უდავოდ ყველაზე წარმატებულია ეკონომიკურად. საქართველოს ქალაქებში განათლებული და ლიბერალური კლასი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხედავენ თავიანთი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში. ქართველების ესტონელთა მიმართ სიმპათიის მხოლოდ რამდენიმე ყველაზე აშკარა მიზეზი დავასახელე. სინამდვილეში ისინი უფრო მეტია. სსრკ-ს ეპოქაში იძულებითი საზოგადოებრივი გამოცდილებაც კი თამაშობს როლს. საქართველომ da ესტონეთმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ საკადრო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სახის გაცვლებში, რომლებმაც, ნებსით თუ უნებლიეთ, გააერთიანა ორი ხალხის რამდენიმე თაობის, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული კულტურული კოდექსი. ადვილი გასაგებია მათი შიში, მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო განაგრძობს ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის კურსს. და ესტონელმა ბიზნესმენებმა, რომლებიც ეძებენ ინვესტიციების შესაძლებლობებს განვითარებად ბაზრებზე, საამისოდ სწორედ საქართველო უნდა აირჩიონ. ამ მხრივ, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება აქ საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩამოყალიბებული ადგილობრივი მოსახლეობის პოზიტიური დამოკიდებულებაც. ნიკ სიარგი თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი "ისტორიანი" .#132