ლევან ვასაძის ცეკვა ქალიშვილის ქორწილში
ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქალიშვილი - თათა ვასაძე ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.
მანამდე, წინასაქორწილო წვეულება მეგობრებთან ერთად გამორჩეულად აღნიშნა. საღამოზე სუხიშვილების სოლისტს თეთრ კაბებში ჩაცმული მეგობრები სტუმრობდნენ. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე კი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
თათა ვასაძის რჩეული ბათა ზედგინიძეა.
AMBEBI.GE მაისის ბოლოს გიყვებოდათ, რომ გოგონას რჩეულმა ხელი ესპანეთში, ერთ-ერთ კლუბში სთხოვა.
თათა ვასაძე, ბიზნესმენის რიგით მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. როგორც სხვა დედმამიშვილები, მანაც მამის კერძო სკოლა დაამთავრა. გოგონა სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავეა.
თათა სოციალური ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ფოტოებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. გარდა ცეკვისა, შეგახსენებთ, რომ თათა ანსამბლის პროფესიონალი მოცეკვავეა, მილიონერის ქალიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს.
სუხიშვილების სტუდიაში პირველად 2009 წელს მივიდა. ამჟამად კი ანსამბლის ერთ-ერთი ძირითადი მოცეკვავეა და სოლო პარტიებსაც ასრულებს. მისი მომავალი ცეკვას უკავშირდება, "დიახ, არქიტექტორი მოცეკვავე ვიქნები", - ამბობს თათა.