კახეთში 23 წლის ქალი გაიტაცეს - ძებნაში პოლიცია ჩაერთო
კახეთში 23 წლის ქალი გაიტაცეს - შემთხვევა სოფელ კაბალაში, დღეს დილით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ქალი თსსუ-ს მე-6 კურსის სტუდენტი გუნელ გასანოვაა.