რას კითხულობს ანჯელინა ჯოლი - მსახიობის 5 საყვარელი წიგნი - კვირის პალიტრა

რას კითხულობს ანჯელინა ჯოლი - მსახიობის 5 საყვარელი წიგნი

ანჯელინა ჯოლი მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს არა მხოლოდ მისი კინოროლებით, არამედ აქტიური საქველმოქმედო საქმიანობითაც უყვარს. მსახიობი უკვე მრავალი წელია, უამრავ სოციალურ პროექტში იღებს მონაწილეობას, თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, არის 6 შვილის დედა, აქვს ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი და დრო საინტერესო წიგნების წაკითხვისთვისაც რჩება. სხვადასხვა ინტერვიუში ანჯელინამ წიგნებით გატაცების შესახებ რამდენჯერმე ისაუბრა და საყვარელი ნაწარმოებებიც დაასახელა, რომელთა ნაწილიც ფილმად გადაიღეს:

"გოგო, რომელსაც ცხოვრება შეაწყვეტინეს", სუზანა კეისენისუზანა კეისენის ავტობიოგრაფიული რომანი ავტორის ცხოვრებაში არსებულ რთულ პერიოდზე მოგვითხრობს, როდესაც თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა და სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ეს წიგნი მაყურებელთა განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. 1999 წელს კი ნაწარმოების მიხედვით ჯეიმს მენგოლდმა ფილმი გადაიღო და ანჯელინა ჯოლიც მიიწვია. მსახიობმა მეორეხარისხოვანი როლისთვის "ოსკარის" ჯილდო და დიდი აღიარება დაიმსახურა.

"უტეხი", ლორა ჰილენბრანდი2014 წელს მსახიობმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც ლუისა ზამპერინის საოცარი ისტორიითაა შთაგონებული. მეორე მსოფლიო ომის დროს გემი, რომელშიც ეს გმირი იყო, ჩაიძირა. ზამპერინი გადარჩა, მაგრამ იაპონელმა სამხედროებმა დაატყვევეს და საშინელ პირობებში ჩავარდა. ეს წიგნი გამძლეობის, გამბედაობისა და ნებისყოფის შესახებაა.

"დრაკულა", ბრემ სტოკერი როგორც მსახიობმა აღნიშნა, ეს მისი კიდევ ერთი საყვარელი წიგნია, რომლის ისტორიაც არაერთ რთულ ამბავს აერთიანებს და შეგვახსენებს, რომ ნამდვილი სიყვარული მარადიულია.

"ტრამვაი, სახელად სურვილი", ტენესი უილიამსიინგლისური ენის ყოფილი მასწავლებელი ბლანშ დიუბუა თავის დას ნიუ-ორლეანში სტუმრობს. თუმცა, ამ მოგზაურობით, მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იწყება... იხილეთ სრულად