რა ინფორმაციას ავრცელებს საპენსიო სააგენტო დაგროვებით პენსიაზე? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს საპენსიო სააგენტო დაგროვებით პენსიაზე?

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 529 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11 114-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება, შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.

წყარო