ხელისუფლების დამხობის საქმე - სუს-ში გამოკითხვები გრძელდება - კვირის პალიტრა

ხელისუფლების დამხობის საქმე - სუს-ში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე სუს-ში გამოკითხვის პროცედურები გრძელდება. ცოტა ხნის წინ უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა შამსუდინ ავლარიგოვი. ის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოძიების კითხვებს მოწმის სახით უპასუხებს.

შამსუდინ ავლარიგოვმა უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისმკვლელობის მომზადების ფაქტებს.

"ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით", - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"