უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა" - კვირის პალიტრა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა"

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

„ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა“,- წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.

არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"