"ძალიან მიჭირს ამის გადატანა..17 წელია სპორტსმენი ვარ იმისთვის, რომ მსაჯებმა წამაგებინონ..." - რას ამბობს ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებული სანდრო ბაზაძე? - კვირის პალიტრა

"ძალიან მიჭირს ამის გადატანა..17 წელია სპორტსმენი ვარ იმისთვის, რომ მსაჯებმა წამაგებინონ..." - რას ამბობს ოლიმპიადიდან საქართველოში დაბრუნებული სანდრო ბაზაძე?

ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად 14:15 დამარცხდა.

მეთვრამეტე ნომრად განთესილმა ამერმა ბაზაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, თუმცა ქართველი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს და უშედეგოდ აპროტესტებდა.

საქართველოში დაბრუნებულმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა:

"ძალიან მიჭირს ამის გადატანა..17 წელია სპორტსმენი ვარ იმისთვის, რომ მსაჯებმა წამაგებინონ...რაც არ უნდა გავასაჩივრო, სამწუხაროა, რომ რისთვისაც ვიბრძვი - მედალი, მე არ შემხვდება".