"დავინახე, როგორ გადავარდა ჯიპი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან" - რას ჰყვება თუშეთში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველი? - კვირის პალიტრა

"დავინახე, როგორ გადავარდა ჯიპი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან" - რას ჰყვება თუშეთში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველი?

თუ­შე­თის გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთი კი მძი­მედ და­შავ­და.

შემ­თხვე­ვა ფშა­ვე­ლი-აბა­ნო -ომა­ლოს გზის 27-ე კი­ლო­მეტრზე მოხ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. შე­დე­გად ერთი ახალ­გაზ­რდა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ორი მძი­მედ და­შავ­და. გარ­დაც­ვლი­ლი და­ვით მეშ­ვე­ლი­ა­ნია.

"და­ვი­ნა­ხე რო­გორ გა­და­ვარ­და შავი ფე­რის "ლექ­სუ­სის" ჯიპი მო­სახ­ვე­ვი­დან და შემ­დეგ გა­უ­ჩი­ნარ­და, რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და. მე მთა­ში მოვ­დი­ო­დი ტუ­რის­ტე­ბი მიმ­ყავ­და, გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდი სი­მაღ­ლი­დან იყო გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა, რომ არ ჩან­და. მა­ლე­ვე მი­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სას­წრა­ფო და პო­ლი­ცია, მაგ­რამ ერთი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო" - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

წყარო