"რას შვებით ეხლა, "აბაროტზე" ჩალიჩობთ ისმაილ ჰანიას გაფართხალების მერე?" - ვის "ეღადავება" ალეკო ელისაშვილი
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრების ფაქტს ეხმაურება.
"გლობალური ომის პარტიას გაიძახიან და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის ლიდერებთან ძმაკაცობენ ეს ჩვენი დეგრადირებული ოცნების ლიდერები. რას შვებით ეხლა, "აბაროტზე" ჩალიჩობთ ისმაილ ჰანიას გაფართხალების მერე? რა ვიცი ძმაო, ძმაკაცი მოგიკლეს და რაღაც მოძრაობა უნდა გააკეთოთ", - წელს ელისაშვილი.