ლაშა ბექაური ოლიმპიადის მეოთხედფინალშია
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გადავიდა. პირველი დაპირისპირება მან ბულგარელ მეტოქესთან, ივაილო ივანოვთან გამართა და ვაზარით დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
"ინტერპრესნიუსი"