ლაშა ბექაური ოლიმპიადის ნახევარფინალშია
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეოთხედფინალში გაიმარჯვა და ნახევარფინალში გადავიდა. მეოთხედფინალში ბექაურმა მეტოქე იპონით დაამარცხა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
"ინტერპრესნიუსი"