პუტინის "საიდუმლო შვილი" ლუიზა - ვისთან უღალატა კრემლის ბინადარმა ალინა კაბაევას და როგორ იყიდა საყვარლისგან დუმილი - კვირის პალიტრა

პუტინის "საიდუმლო შვილი" ლუიზა - ვისთან უღალატა კრემლის ბინადარმა ალინა კაბაევას და როგორ იყიდა საყვარლისგან დუმილი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება, რჩეული ქალბატონები და შვილები ყოველთვის იწვევდნენ მსოფლიო მედიის ინტერესს. როგორც რუსულ მედიაში ვკითხულობთ, სპორტსმენ ალინა კაბაევას გარდა, მას ურთიერთობა ჰქონდა სვეტლანა კრივანოგიხთან, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს შვილი გაუჩინა.

მედიაში ხშირად ლაპარაკობენ სვეტლანა კრივანოგიხზე და აღნიშნავენ, რომ ქალმა თავისი დუმილისთვის პუტინისგან, შუამავლების დახმარებით, უძვირფასესი საჩუქარი მიიღო. როგორც ამბობენ, ქალს სანკტ-პეტერბურგში, პრესტიჟულ ადგილას, დიდი ფართობი აჩუქეს, სადაც მას რესტორანიც ჰქონდა გახსნილი. ასევე, ის ბანკ Россия-ს წილის მფლობელია. სვეტლანასა და მისი ოჯახის წევრთა ქონება 7,7 მილიარდი რუბლითაა შეფასებული.

უცხოურ მედიაში ელიზავეტა კრივანოგიხს, იმავე ლუიზა როზავას პუტინის „საიდუმლო შვილისა“ და „საყვარელი შვილის“ სახელით მოიხსენიებენ. გოგონა მართლაც ძალიან ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს.

sec-92234931-1722429884.jpg

მედიის ცნობით, კრივანოგიხს ერთადერთი შვილი ჰყავს, ელიზავეტა, იგივე ლუიზა, რომლის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა თავისუფალია. მედიის ყურადღების ქვეშ მოქცევამდე, გოგონა ლუიზა როზავას სახელით ერთ-ერთ კლუბში დიჯეი იყო. ის აქტიური იყო სოციალურ მედიაში, მათ შორის - „ინსტაგრამზეც“. ახლა კი გოგონას შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ნაკლებად მოიძებნება.

როგორც უცხოურ მედიაში ვკითხულობთ, საზოგადოებამ ლუიზას არსებობის შესახებ 2021 წელს შეიტყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დედამისისა და პუტინის სავარაუდო რომანის შესახებ.

სვეტლანა მოულოდნელად დიდძალი ქონების პატრონი გახდა, მათ შორის - მონაკოში უძრავი ქონების სახით, ლუიზა კი რუსეთიდან მონაკოს მიმართულებით კერძო ბიზნესჯეტით დაფრინავდა.

ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში, მუსიკალური კარიერის გარდა, ლუიზა დიზაინით ინტერესდებოდა და საკუთარი ბრენდიც შექმნა.

გამოცემა The Sun წერდა, რომ გოგონა მოსკოვის ცნობილ კლუბში 18 წლის იუბილეზე BMW 7-ის სამთავრობო ავტომობილით დაინახეს.

როგორც უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, ლუიზა სოციალურ მედიაში 2022 წლის ოქტომბრამდე ძალიან აქტიურობდა და 84 ათასი გამომწერი ჰყავდა, თუმცა შემდეგ გოგონამ პროფილი დახურა.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, პუტინის საყვარელი მესამე შვილი აღარსად ჩანს.

პუტინის ქალები: საყვარლები, ყოფილი ცოლი და დიდი ფული - რა ქონებას ფლობენ რუსეთის პრეზიდენტის რჩეულები