ნუცა ბუზალაძის ქართულად ნამღერზე ატირებული საზოგადოება - მომღერალი ბაქოში "DreamFest"-ზე იმყოფება - კვირის პალიტრა

ნუცა ბუზალაძის ქართულად ნამღერზე ატირებული საზოგადოება - მომღერალი ბაქოში "DreamFest"-ზე იმყოფება

მომღერალი ნუცა ბუზალაძე ბაქოში "DreamFest"-ზე იმყოფება, სადაც მან უცხოურ სიმღერებთან ერთად ქართული სიმღერაც შეასრულა.როგორც მომღერლის მიერ გაზიარებულ კადრებში ჩანს, კონცერტს არაერთი მსოფლიოში ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ამერიკელი მომღერალი ნიკოლ შერზინგერი და აზერბაიჯანელი მომღერალი ემინ აგალაროვი.

კადრებში ჩანს რომ ნიკოლ შერზინგერი ქართველი მომღერლით აღფრთოვანებულია, ემინ აგალაროვი კი ნუცას გამომწერებს ქართულად ესალმება.

აღსაღნიშნავია, რომ მომღერალს ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული კაბა ეცვა.

წყარო