ვინ როგორ ულოცავს ლაშა ბექაურს ოლიმპიურ ჩემპიონობას?
საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, რომლის გამარჯვებასაც ცნობილი ქართველის სპორტსმენები ეხმაურებიან:
“გილოცავთ! ბრავო, ლაშა, ვამაყობთ შენით”, - წერს "ფეისბუქის“ პირადად გვერდზე ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ არველაძე.
ლაშას "ინსტაგრამში“ რამდენიმე სთორის უძღვნის საქართველოს ნაკრებსა და "ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.
“გილოცავ, საქართველო!” - წერს ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქში“ და ლაშას ფოტოს აქვეყნებს.