ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა - კვირის პალიტრა

ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ქართველი ძიუდოისტი (100 კგ) ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცრიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.

მანამდე სულამანიძემ სულამანიძემ ნახევარფინალში შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს ამ დრომდე ოლიმპიადაზე ორი მედალი ჰქონდა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

"ინტერპრესნიუსი"