"მორიგი იაფფასიანი "ზახოდი" კაკო ბობოხიძისგან, თითქოს მე ადამიანებს სოფლელობის და ქალაქელობის ნიშნით ვარჩევ", - რა წერილს აქვეყნებს თამარ ჩერგოლეიშვილი
"მორიგი იაფფასიანი ზახოდი კაკო ბობოხიძისგან. თითქოს მე ადამიანებს სოფლელობის და ქალაქელობის ნიშნით ვარჩევ. ჩემს უახლოეს გუნდში ერთი დევნილია, ორი ჩოხატაურელი, ორი ხობელი, ერთი ზუგდიდელი, ერთი ჩხოროწყუელი, ქუთაისელი, ხარაგაულელი, ოზურგეთელი, ბათუმელი (თვითონ მემატებიან). ასეთი იაფფასიანი ტყუილებიღა დარჩა არსენალში - გაყალბება, დაბრალება, გაბრიყვება", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც გუშინ "ევროპული საქართველო" გიგა ბოეკრიასთან ერთად დატოვა.
მისი თქმით, 2 დღის აკაკი ბობოხიძეს წერილი მისწერა. ჩერგოლეიშვილი წერილს აქვეყნებს.
"ისევ გიგას საშუალებით ვიგებ რაღაცეებს.როგორც ვხვდები, ასეთ კრიტიკულ მომენტში, როცა ასეთი დიდებული პროცესი გავმართეთ- ირაკლიც აღფრთოვანებული იყო - და ეროვნულ კამპანიას ვიწყებდეთ - ძირგამომთხრელი დინებები დაიწყო.ამ პროცესში, როგორც ვხდები, მიდის ცილისმწამებლური კამპანია, რომ მე რაიონებისთვის ცუდი მინდა და მათ "ჯღანებად" ვთვლი და ამოძირკვას ვუპირებ.გიგი წერეთლისგან მე არაფერი გამიკვირდება - ზუსტად ვიცი მაგას ყველაფერი ცალ ფეხზე ჰკიდია საკუთარი თავის გარდა და დავრწმუნდი, რომ ყველაფერს იკადრებს - მე მგონი ამაში შენ მეთანხმები, ბევრი გვისაუბრია ამის შესახებ. მაგრამ იმის გამო, რომ შენ "ამოძირკვაში" არათუ მოკავშირედ მიგიჩნევდი (!), არამედ მხოლოდ და მხოლოდ შენთან შეთანხმებულად ვმოქმედებდი (!), ამიტომ მინდა წერილობით მაინც ავხსნა, რას ვფიქრობ და როგორ ვიმოქმედებ მომავალში, რადგან საუბრის სურვილი არ გამოხატე.
კაკო, თუ რამის ამოძირკვა მინდა, პირველ რიგში, ადამიანების (განურჩევლად მათი წარმომავლობისა) და ჩვენი პარტიის წევრების უპატივცემლობის ამოძირკვა მინდა და ამისთვის ვიბრძვი ამპარტიაში. (შენ მე ამ საქმეში მოკავშირედ მიგიჩნევდი!)მთელი ჩემი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ ადამიანების მოსაზრებები, მათი ძალისხმევა, მათი შინაარსი, მათი ინტერესები დაფასდეს - გინდ ქალაქში, გინდ რაიონში. ადამიანის, როგორც მოაზროვნე არსების დაფასებას ეფუძნება მთელი ჩემი ფილოსოფია - მისგან მოდის ყველაფერი, რაც პოლიტიკაში მამოძრავებს ადამიანის გაძლიერებისკენ, მისი დაფასებისკენაა მიმართული.ამ პარტიაში მე მოვედი რწმენით, რომ თუ სწორ და სამართლიან სისტემას დავაფუძნებთ, ყველა ადამიანი შეძლებს ასეთ სისტემაში თავის ღირსეულად წარმოჩენას და პარტიის გაძლიერებას, ერთმანეთზე ფეხების დაბიჯებს, ძალმომრეობის და უპატივცემლობის გარეშე.ყველ ჩემს საჯარო გამოსვლაში ამაზე ვსაუბრობ, გაკვრით მაინც.ანუ თუ რამეს ვძირკვავ, ეს არის ადამიანის, მისი არსის უპატივცემლობის მანკიერ ტრადიციას და არა ადამიანებს.და მე ამას შენთან შეთანხმებულად ვაკეთებდი -ათასი საათი მაინცგვექნება დახარჯული იმაზე, რომ ჩვენი პარტია იდეურ მხარდამჭერებს უნდა დაეფუძნოს და ამ ხალხით გავძლიერდეთ - ამას შენ ვერ უარყოფ, ეს იყო ის რაზეც მუდმივად ვსაუბრობდით.პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაც ესაა - მე მინდოდა ყველას იმ სისტემით გვემუშავა, ორივე გუნდს, რომელიც ადამიანის პატივისცემას, მისი თავისუფალი ნების დაფასებას ეფუძნება. არათუ მინდოდა, არამედ ამისთვის ძალიან დიდი შრომა გავწიე - სახელდობრ პარტიის სტრუქტურისთვის, რომ შესაძლებლობა მიმეცა მათთვის სწორი სისტემა აგვეწყო, სადაც არ დასჭირდებოდათ ტყუილები დაერთმანეთისთვის ფეხის დადება იმისთვის, რომ წინ წასულიყვნენ.ამისთვის გამოვიკვლიე და გავფილტრე პარტიული ბაზები და გადმოგეცით - მინდოდა რომ ვინც ღიად გამოხატავდა მხარდაჭერას მათთან ურთიერთობის კულტივაცია მოგეხდინათ და საქმე გაიოლებულიყო ყველასთვის - თვლით კი არ დავალებოდა რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ვიღაც ხალხის მოყვანა, არამედ ზუსტად ცოდნოდა ვინაა ჩვენი მხარდამჭერი და ბუნებრივი, ავთენტური პროცესი შეექმნათ, რაც მათაც გაუიოლებდა ცხოვრებას და ნაკლები ტყუილი დასჭირდებოდათ, პროცესი გაჯანსაღდებოდა, გაძლიერდებოდა ეგ ხალხი და შესაბამისად, გაძლიერდებოდა პარტიაც.მე მგონი პრაიმერიზმა ეს ნათლად წარმოაჩინა და მე მჯერა, რომბევრად მეტი შეგვეძლო ერთნაირი სისტემით რომ გვემუშავა - შენ ალბათ ჩემზე კარგად გესმის რამხელა ძალაა 900 კაცი ერთ მშვენიერ, არაფრით გამორჩეულ დღეს რომ დგება და თავისი ნებით მიდის რომ შიდა პარტიულ კონკურენციაში მხარი დაგიჭიროს.
მე დარწმუნებული ვიყავი რომთქვენ შეგეძლოთ რაიონებში ასეთივე ლამაზი პროცესის მიღება, რაც თბილისში იყო, თუ ერთნაირად ვიმუშავებდით და მჯერა, რომ სწორი დავალების შემთხვევაში ეს გამოსვლადი იყო -არსებობდა 3600 დელეგატობის მსურველის ყველანაირი მონაცემი და დრო, რომ თითოეული მათგანი გაგეცნოთ.და მე აბსოლუტურად, მთლიანად დარწმუნებულიყავი მე და შენ ამ საკითხში ერთი პოზიცია გვაქვს - მოკავშირედ გთვლიდი ამ საკითხში - ძალიან მინდოდა რაიონებში გვყოლოდა ხალხი, რომელზეც ზუსტად ვიცით რომ მხარდამჭერია.მიუხედავად ჩემი დიდი იმედგაცრუებისა, რომ პარტიის სისტემური რეფორმის არსში ასე ავცდით ერთმანეთს და მჯერა, რომ ბევრად უფრო უკეთ შეიძლებოდა,ერთიანები რომ ვყოფილიყავით, როგორც ახალი რესპუბლიკის დროს - მაინც ძალიან კარგი პროცესი შედგა.ამიტომ ვარ ძალიან დაბნეული, მას შემდეგ რაც რისხვამ გადაიარა და ვერ ვხვდები რა ხდება პარტიაში და რამდენად ავთენტური პროცესი მიდის.სიმართლე გითხრა გარე გავლენებზეც დავფიქრდი, იმაზეც რომ ალიანსზე უარს დაემთხვა მთელი ეს გაუგებრობები, იმაზეც რაც რაიონებში ესმოდათ დამკვირვებლებს, რომ ჩვენ მოგვიშორებენ რადგან ალიანსები არ გამოგვდის და ასე ითანხმებდნენ. მაგრამ სანამ რაღაც შეთქმულებებზე ფიქრს დავიწყებ, მინდა ყველა სხვა რესურსი ამოვწურო და ამიტომ ვწერ ამხელა ეპისტოლეებს.
ახლა რას ვაპირებ - მე ნამდვილად ვაპირებ ამოვძირკვო თავების თვლის ტრადიცია, ნაცვლად ადამიანების ნების, შეხედულებების და ინტერესების გათვალისწინებისა. მგონია რომ ესაა ადამიანების პატივისცემა და ასეთ სისტემაში იგრძნობენ თავს ისინი დაფასებულად.ამაზე ვაპურებდით კამპანიას ხომ გახსოვს - მოქალაქეების გაძლიერებაზე.ამის ინტერპრეტაცია რომ თითქოს მე ადამიანებს ჯღანებად ვთვლი, როცა მათი ნების უპატივცემულობის ჯღან ტრადიციას ვაგინებ, ან დიდი გაუგებრობაა (კარგ შემთხვევაში), ან უსინდისობა.ხოდა აი ამ საქმეში მიმაჩნდი პირველ მოკავშირედ.ამიტომ ვარ დაბნეული და მინდა გამარკვიო - მე არ მესმოდა სწორად, მატყუებდი, თუ ახლა ხდება რაღაც ისეთი, რაც არ ვიცი.რატომ აღმოჩნდა შენთვის ჩემი წარმატება ისეთი საფრთხე რომ ასეთი კრიზისი გამოიწვიე? - რა ნაბიჯით დავიმსახურე უნდობლობა?რა შეიცვალა გარდა იმისა, რომ პარტიის რეიტინგი გაიზარდა? და ასევე, შენი end game, ანუ საბოლოო მიზანი რა არის, რას გინდა რომ მიაღწიო?შენთვის სასურველი სცენარი აი ამ ყველაფრიდან, სადაც ახლა ვართ - რა იქნება? ახლა ისე მესმის, რომ მე მიყენებთ გიგას ასაყირავებლად და ჩემი აბსოლუტურად ჯანსაღი და სასარგებლო განზრახვების მისინტერპრეტაციით და მანიპულაციით ხდება ადამიანების მანიპულაცია - მაგრამ ამის შედეგად რისი მიღწევა გინდათ? ლიჩნად შენი მიზანი რა არის? ან როგორ ხედავ საუკეთესო გამოსავალს?", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი წერილში.