პუტინის ამბორი - როგორ ჩაეხუტა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს რუსეთის პრეზიდენტი
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებულებს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა გათავისუფლებულებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა.
„პირველ რიგში, მსურს, ყველას მოგილოცოთ სამშობლოში დაბრუნება“,- განაცხადა პუტინმა.
მან ასევე ფიცისა და მოვალეობისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურთან ჰქონდათ კავშირი და მათ სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ აცნობა.
ამასთან, BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაპატიმრებულ ვადიმ კრასიკოვს პირადად მიესალმა და გადაეხვია.
"ინტერპრესნიუსი"