"ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი ასეთი აღელვებული და განცდებში არ მინახავს" - რას ჰყვება ილია სულამანიძის დედა მძიმე ფინალის შემდეგ?

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე, გუ­შინ კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი ჯილ­დო. ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე ვერ­ცხლის მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და.

ამ დრო­ის­თვის ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მე­სა­მე მე­და­ლია - ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი მე­ო­რედ გახ­და და პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას. პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე პირ­ვე­ლი ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა.

ძი­უ­დო­ის­ტი ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100 კგ) ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფი­ნალ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ათ­ლეტს, ზე­ლიმ კო­ცო­ევს და­უ­პი­რის­პირ­და და სამ­წუ­ხა­როდ და­მარ­ცხდა. მთე­ლი ბრძო­ლა ქარ­თველს მიჰ­ყავ­და, ბოლო წა­მე­ბამ­დე ვა­ზა­რით იგებ­და კი­დეც, თუმ­ცა ბოლო 12 წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გამო ის შეხ­ვედ­რი­დან მოხ­სნეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა დღემ­დე მსჯე­ლობს, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო მსა­ჯი.

რო­გორც ილი­ას დედა, მა­ნა­ნა გო­ჩე­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, მსა­ჯის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დრო­ის­თვის გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლია.

imagetools3-39531-1722585144.jpg

რო­დე­საც ილი­ას დე­დას ინ­ტერ­ვი­უ­ზე და­ვუ­რე­კეთ, ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვილ­მა პირ­ვე­ლი­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე, მე­და­ლი აიღო, დედა მომ­ხდარ­ზე ნერ­ვი­უ­ლობს. გა­ნიც­დის იმ კო­მენ­ტა­რებს, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ოქ­როს­თვის ბრძო­ლა­ში სპორ­ტსმენს აკ­რი­ტი­კებს. გვი­თხრა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელს ცოტა ხნით გა­მო­ე­თი­შა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, გი­ლო­ცავთ შვი­ლის წარ­მა­ტე­ბას. ილი­ას­თვის ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და იყო და ვერ­ცხლის მედ­ლით ბრუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში...

- შვი­ლის თა­მა­შებს სა­ერ­თოდ ვერ ვუ­ყუ­რებ. ახლა მით უმე­ტეს. იმ დღეს ილია, რომ თა­მა­შობ­და სა­ლო­ცავ­ზე მივ­დი­ო­დი, ფეხი და­მი­ცურ­და და ნა­ხე­ვა­რი დღე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. სა­ღა­მოს კი­დევ გული გვატ­კი­ნეს, მაგ­რამ არა უშავს წინ არის ყვე­ლა­ფე­რი. გააგრძელეთ კითხვა