"მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ შერიგება ვერ შეძლეს" - ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი შორდებიან?
DailyMail.com-ის ცნობით, ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი განქორწინდებიან. როგორც გამოცემა წერს, ბოლო კვირებში მათი შერიგების მცდელობები ჩაიშალა. რამდენიმე წყარო ამტკიცებს, რომ წყვილის განქორწინების დოკუმენტები "დასრულებულია, მაგრამ ჯერ ჩაბარებული არ არის".
განქორწინების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბენმა ახალი, 20.5 მილიონ დოლარიანი სასახლე შეიძინა. სახლი აფლეკმა 24 ივლისს, ჯენიფერის დაბადების დღეზე იყიდალოპესის მეგობრები ამბობენ, რომ აფლეკის მიერ სახლის შეძენა ჯეილოს დაბადების დღეზე, მომღერლისთვის "გულში დანის დარტყმა" იყო. რამდენიმე დღით ადრე წყვილმა თავიანთი ბევერლი ჰილზის სასახლე 68 მილიონ დოლარად გაყიდა. გააგრძელეთ კითხვა