"ღირსება ყველა მედალს ჯობია" - ტედი რინერის პროვოკაციული ჟესტი ფოტოებში - რამ გააღიზიანა გურამ თუშიშვილი და როგორია გამოხმაურებები სკანდალურ მეოთხედფინალზე
ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, ტედის პრივოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.

ფაქტს მსოფლიო პრესა, ძიუდოს გულშემატკივრები და სოცილური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.
შეხვედრის დასრულებიდან მალევე გავრცელდა ტედი რინერის ჟესტის ამსახველი ფოტო, რამაც გურამ თუშიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ რინერის არასპორტული საქციელი გამო, მსაჯებმა თუშიშვილის დასჯა - დისკვალიფიკაციით გადაწყვიტეს.
"რა ხდება, მიზანმიმართულად ავიწროვებენ ქართველ სპორტსმენებს თუ რა ხდება?"
"ყველაზე უსამართლო ოლიმპიადაა..."
"მსაჯი იქ არ იყო? ეძინა?"
"ჩვენმა დელეგაციამ უნდა გააპროტესტოს რინერის თავხედობა;" გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
"ღირსება ყველა მედალს ჯობია;"