"2000 სოფელი მოვიარეთ.. წიგნები, კომპიუტერები” გიორგი კეკელიძე უკვე "ბიბლუსთან" და "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან” ერთად აგრძელებს საქართველოს რეგიონებისთვის წიგნის და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ხელშეწყობას - კვირის პალიტრა

"2000 სოფელი მოვიარეთ.. წიგნები, კომპიუტერები” გიორგი კეკელიძე უკვე "ბიბლუსთან" და "წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან” ერთად აგრძელებს საქართველოს რეგიონებისთვის წიგნის და განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ხელშეწყობას

"ბიბ­ლუ­სის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე წერს, რომ უკვე 2000 სო­ფე­ლი მო­მა­რაგ­და წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტი ეკ­ვი­ლიბ­რი­უმ­მა და­ი­წყო და ახლა "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა" აგ­რძე­ლებს, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუს­მა" და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ ერ­თობ­ლი­ვად 2024 წელს და­ა­ფუძ­ნეს.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ახ­ლეა ის, რომ სო­ფელ პი­პი­ლეთს პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ექ­ნე­ბა.

"2000 სო­ფე­ლი მო­ვი­ა­რეთ. 2000. წიგ­ნე­ბი. კომ­პი­უ­ტე­რე­ბი. ლექ­ცი­ე­ბი. პი­პი­ლე­თი სა­ი­უ­ბი­ლეო აღ­მოჩ­ნდა. ეს საქ­მე ჯერ "ეკ­ვი­ლიბ­რი­უ­მით" და­ვი­წყეთ და ახლა წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აგ­რძე­ლებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი მად­ლო­ბა ჩვენს ელჩს, ნანა არო­ში­ძეს, რომ­ლის ძა­ლის­ხმე­ვი­თაც პი­პი­ლე­თელ მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ექ­ნე­ბათ" - წერს კე­კე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 2024 წლის იან­ვარ­ში “ბიბ­ლუს­მა” და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ ერ­თობ­ლი­ვად და­ა­ფუძ­ნეს "წიგ­ნი­ე­რე­ბის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა". სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქარ­თუ­ლი ქა­ლა­ქე­ბი­სა და სოფ­ლე­ბის სკო­ლებ­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კებს წიგ­ნე­ბი­თა და კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ამა­რა­გებს, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ ქარ­თუ­ლი წიგ­ნის კუ­თხე­ე­ბის მო­წყო­ბას, ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

suratebi-1722609230.png

suratebiiiiii-1722609264.jpg