ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღეს? - კვირის პალიტრა

ვინ არიან აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულები მიიღეს?

12:54 / 04-08-2024 შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ქულა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ამ საგ­ნის შე­დე­გე­ბით და­ი­წყო წლე­ვან­დე­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე აბი­ტუ­რი­ენტს, რომ­ლებ­მაც უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლეს და ვთხოვთ მათ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას მო­მა­ვა­ლი წლის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის:

ნა­თია ჯა­ლი­აშ­ვილ­მა სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის წნო­რის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. მან ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა - 60 ქულა და­იმ­სა­ხუ­რა. ის გვიყ­ვე­ბა, თუ რა და­ეხ­მა­რა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში:

- პირ­ველ რიგ­ში, აღ­ვნიშ­ნავ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და მის გა­რე­შე, ამ­ხე­ლა შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წევ­დი. მეც, რა თქმა უნდა, მივ­ყე­ვი და ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე. კლას­გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და. თე­მებ­ში, ანა­ლი­ზი­სა და პა­რა­ლე­ლე­ბის მოყ­ვა­ნის დრო­საც სწო­რედ ეს მეხ­მა­რე­ბო­და, რომ არ­გუ­მენ­ტე­ბი სწო­რად ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თე­მის სტრუქ­ტუ­რა შე­სა­ბა­მი­სად ავა­წყოთ. ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე თე­მას ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქულა ენი­ჭე­ბა, ამი­ტომ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ. ში­ნა­გა­ნად საკ­მა­ოდ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა და ჩემს ოჯახ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, სა­კუ­თა­რი თა­ვიც გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­პი­რებ, ამ­ჟა­მად პირ­ველ ად­გილ­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს მი­თი­თე­ბუ­ლი... იხილეთ სრულად