"ადვილი შესაძლებელია, ფილტვებში მოხვდეს და დაგვიზიანოს. მომწამვლელი ნივთიერებაა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის­ გამოწვევა შეუძლია" - თუ თერმომეტრი გაგვიტყდა... - კვირის პალიტრა

"ადვილი შესაძლებელია, ფილტვებში მოხვდეს და დაგვიზიანოს. მომწამვლელი ნივთიერებაა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის­ გამოწვევა შეუძლია" - თუ თერმომეტრი გაგვიტყდა...

"მინამატას დაავადება" - ასე უწოდეს სნეულებას, რომელმაც 1950-იან წლებში ასეულობით იაპონელის სიცოცხლე იმსხვ­ერპლა. კარგა ხნის კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალაქ მინამატის მკვიდრები ვერცხლისწყლის ორგანულმა­ ნაერთებმა მოწამლა. დამტკიცდა ისიც, რომ ადამიანს, რომლის ორგანიზმში ვერცხ­ლისწყალი მოხვდება, შემაშფოთებელი სიმ­პტომები უვითარდება: თავის ტკივილი, აპათია, კიდურების დაბუჟება, მოძრაობის,­ მეტყველების და სმენის დარღვევები, ცენტრა­ლური ნერვული სისტემის დაზიანება... არსებობს ვერცხლისწყლით მოწამვლის ქრონიკული ფორმა, რომლის დროსაც სიმპტომები ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ თავბრუსხვევის, ადვილად დაღლის და ძილიანობის მიზეზი ხდება. აქედან გამომდინარე, სპეციალისტები გვირჩევენ, განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ, როდესაც­ სახლში თერმომეტრი გატყდება, რადგან ის ვერცხლისწყალს შეიცავს. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება ექიმი დავით ვაშაძე:

- რამდენად სახიფათოა, როდესაც სახლში თერმომეტრი ტყდება?

- ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერცხლისწყალი მომწამვლელი ნივთიერებაა და ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის­ გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთ თერმომე­ტრში სწორედ ამ ნივთიერებას იყენებენ­ და როდესაც თერმომეტრი ტყდება, ვერცხ­ლისწყლის ბურთულები აქეთ-იქით იფანტება. შედეგად, იქმნება საშიშროება, რომ ვერცხლისწყალი ოთახის მიუწვდომელ კუთხეებში აღმოჩნდეს. ამიტომ თერმომეტრის გატეხა სულაც არ არის უბრალო მოვლენა: თუ ამ ბურთულებს დროულად ვერ მოაგროვებთ, ოთახში მიმოიფანტება და აორთქლდება. საბედნიეროდ, თერმომეტრში ვერცხლისწყალი მცირე ოდენობითაა - 1 გრამიც არ არის და თუ დროულად შევაგროვებთ, ვერაფერს დაგვიშავებს.

- რამდენად სახიფათოა ვერცხლისწყლის­ ბურთულების ხელით აკრეფა?

- თუ ხელი გაკაწრული არა გაქვთ, ვერცხლისწყალთან შეხება სახიფათო არ არის, მაგრამ ეს არც უნდა სცადოთ - ხელით ვერცხლისწყალს ვერ შეაგროვებთ: მისი ბურთულები თავისუფლად მოძრაობენ და მათი ერთად შეგროვება ძნელია. ვერცხლისწყალი შეხებისას უფრო წვრილ ბურთულებად გადაიქცევა და როგორც გითხარით, შეიძლება ოთახის მიუდგომელ ადგილებში გაიფანტოს. დროთა განმავლო­ბაში აორთქლდება, ადვილი შესაძლებელია, ფილტვებში მოხვდეს და დაგვიზიანოს. სწორედ ამიტომ ფრთხილი მოქმედებაა საჭირო: როდესაც თერმომეტრი დაგვივარდება და ვერცხლისწყალი იატაკზე­ გაიბნევა, ფანჯრები უნდა გამოვაღოთ და იქაურობა დავტოვოთ, რომ განიავდეს. რატ­ომ? - ვერცხლისწყალი რადიაციული­ ნივთიერებაა, ეს არის მძიმე მეტალი, რომე­ლიც თავისუფალ გარემოში მარტივად ორთქლდება და მისი ორგანიზმიდან გამოდევნა ძნელია­ - ზოგჯერ ამას წლები სჭირდება.­ თუ მას დიდი რაოდენობით შევისუნთქავთ, შეიძლება ჩვენს ორგანიზმში უკვე არსებული დაავადებები გააღვიძოს და გაამწვავოს, ან ონკოლოგიური დაავადება გამოიწვიოს. ვერცხლისწყალი სწრაფად ორთქლდება, ამიტომ მისი შენახვის სტანდარტი ყოველთვის დაცული უნდა იყოს: ის მჭიდროდ თავდახურული ინახება მინის ჭურჭელში, რათა არ გაჟონოს.

- როდისაა ეს უწყინარი ნივთი - თერმომეტრი ყველაზე საშიში?

- თერმომეტრი განსაკუთრებით სახიფათოა, როდესაც ბავშვს უჭირავს: შეიძლება ძირს დაუვარდეს ან კბილებით გატეხოს, თეფშზე დაესხას, ან საკვებთან ერთად მიიღოს - ეს ძალზე საშიშია, რადგან ცენტრალურ ნერვულ სისტემას, თირკმელებს და შინაგან ორგანოებს დაუზიანებს­. ვერცხლისწყალი დიდი რაოდენობით მხოლოდ ლაბორატორიებშია, იქ კიდევ უფრო დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ ვინმე არ დააზიანოს.

- მაინც როგორ უნდა შევაგროვოთ მისი წვეთები?

- ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ უმჯობესია, ვერცხლისწყლის ბურთულები­ მუყაოს ქაღალდით შევაგროვოთ და კონტეინერში მოვათავსოთ. თერმომეტრი რამდენჯერმე მეც გამიტყდა და მხოლოდ ქაღალდის დახმარებით მოვახერხე ვერცხლისწყლის ბურთულების შეგროვება. ასეთ დროს მტვერსასრუტის გამოყენებაც არ არის რეკომენდებული, რადგან ეს ჰაერში ვერცხლისწყლის კონცენტრაციას ზრდის. თუ ვერცხლისწყალი ზეწარზე, ხალიჩაზე ან მაგიდის გადასაფარებელზე დაიღვარა...

წაიკითხეთ სრულად