"ისრაელი უნდა დაისაჯოს!" - ირანი უკან დახევას არ აპირებს - კვირის პალიტრა

"ისრაელი უნდა დაისაჯოს!" - ირანი უკან დახევას არ აპირებს

ირანი არ ცდილობს რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას, მაგრამ თვლის, რომ უნდა დასაჯოს ისრაელი შემდგომი არასტაბილურობის თავიდან­ ასაცილებლად, - The Times of Irael-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ვითარება ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ დაიძაბა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

"ინტერპრესნიუსი"