საქართველოში 5985 ხანძარს 21 ადამიანი ემსხვერპლა , 122 დაშავდა - როგორია ბოლო 6 თვის სტატისტიკა
მიმდინარე წლის I-II კვარტალში საქართველოში 5985 ხანძარი დაფიქსირდა. შესაბამის სტატისტიკას „საქსტატი“ ავრცელებს. ხანძრებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 122 დაშავდა.
ამასთან, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხანძრისგან განადგურდა 253 შენობა-ნაგებობა და დაიღუპა 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
"ინტერპრესნიუსი"